Thursday, October 12, 2017

ძალიან მოკლედ მიმოხილვა

         ამ პოსტში ძალიან მოკლედ მიმოვიხილავ ზოგიერთ დეტალს, რაც საჭიროა ამერიკის უნივერსიტეტებში ჩასაბარებლად.

          საქართველოს უნივერსიტეტებისგან განსხვავებით ამერიკაში მიღება შემოდგომასა და ზამთარში ხდება. ამიტომ გამოცდებისთვის მზადება მე-11 კლასიდანვე უნდა დაიწყოთ.
       
         ამერიკის უნივერსიტეტში ჩასარიცხად ბევრად მეტი გჭირდებათ ვიდრე გამოცდის ნიშნები. უნივერსიტეტში მიღებისას ხდება სტუდენტის კომპლექსური შეფასება. ყურადღება ექცევა თქვენს სკოლის ნიშნებს (GPA), გამოცდის (SAT, ACT ამათზე ვრცლად ქვევით) ქულებს, სკოლის გარეთ აქტივობებს, თქვენს პერსონალურ ესეს და ა.შ მოკლედ, ამერიკული კოლეჯებისთვის სტუდენტი არ არის მხოლოდ გამოცდის ქულა. შესაძლოა ვერ მიიღოთ გამოცდებში მაღალი ქულა, მაგრამ გქონდეს ბევრი აქტვობა (სპორტული და ა.შ), დაწეროთ ძალიან შთამაგონებელი ესე და მაინც მოხვდეთ კარგ უნივერსიტეტში.

მოკლედ გამოცდების შესახებ




        ამერიკის უნივერსიტეტეში ჩასაბარებლად გჭირდებათ ტოეფელი (Toefl) ან აიელთისი (Ielts) ენის ცოდნის დასადასტურებლად. ასევე SAT ან ACT , რომლებიც არის დაახლოებით ქართული უნარების ტიპის გამოცდა , თუმცა ძალიან განსხვავდება ქართული უნარებისგან.  და ასევე გჭირდებათ SAT Subject test ესეითის საბჯექთ ტესტები, საგანები, რომელიც დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ ფაკულტეტზე აბარებთ(როგორც წესი ითხოვენ ორს და მეტს) (მაგალითად თუაბარებთ ფიზიკის ფაკულტეტზე , ჩააარებთ ფიზიკას და მათემატიკა IIს ) . საგნებად ბარდება ყველა სასკოლო საგანი : მათემატიკა I(შედარებით მარტივი), მათემატიკა II(შედარებით რთული), ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, მსოფლიო ისტორია, მსოფლიო ლიტერატურა, უცხო ენები და ა.შ

      უფრო დეტალურად ამ გამოცდების შესახებ სხვა პოსტებში ვისაუბრებ.
მანამდე თუ რამე კითხვა გექნებათ დაწერეთ კომენტარებში.

No comments:

Post a Comment

SAT (Scholastic Assessment Test)

SAT ამერიკის უნივერსიტეტებში მისაღები ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული გამოცდაა, რომელიც 1926 წლის მერე არსებობს. SAT ეკუთვნის  Coll...