Thursday, October 12, 2017

SAT (Scholastic Assessment Test)



SAT ამერიკის უნივერსიტეტებში მისაღები ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული გამოცდაა, რომელიც 1926 წლის მერე არსებობს. SAT ეკუთვნის College boardს (მასზე დეტალურად ცალკე პოტში დავწერ).  ტესტმა 2016 წელს მოდელირება განიცადა მოდელირება და college board  გაერთიანდა ხანის აკადემიასთან (Khan academy).



    სტრუქტურა

SAT შედგება 4 ან ხუთი ნაწილისგან : reading, writing, math (without calculator), math (with calculator) , Essay.
2016 წლის მოდელირების შემდეგ essay სავალდებულო აღარ არის და მხოლოდ სურილის შემთხვევაში დაწერთ.
ტესტის წერის დრო არის 3 საათი ესეს გარეშე და 3 სთ და 50 წთ ესეთი.

 readingის  და writingის ჯამური მაქსიმალური ქულაა 800.
math no calcის  და  math with calc ის ჯამური მაქიმალური ქულაა 800
ესეს მაქსიმალური ქულაა 800.
საბოლოო ჯამში მთლიანი ტესტის ქულაა 1600 ესე გარეშე და 2400 ესეთი.

READING  შეიცავს 5 ტექსტს და 52 კითხვას , რომლის დასაწერადაც გაქვთ 65 წუთი.
WRITING შეიცავს 44 კითხვას და გაქვთ 35 წთ
MATH WITHOUT CALCULATOR შეიცავს 20 კითხვას და გაქვთ 25 წთ
MATH WITH CALCULATOR  შეიცავს 38 კითხვას და გაქვთ 55წთ.
(უფრო დეტალურად თითოეულ ნაწილს ცალკე პოსტებში განვიხილავ)



collegeboardის საიტზე დევს 8 ოფიციალური ტესტი რომელიც შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე: SAT full practise tests
ან შეგიძლიათ გააკეთოთ ეს ტესტები ხანის აკადემიაზე : khan academy practise tests


თუ რაიმე კითხვა გაქვთ დატოვეთ კომენტარებში :)

ძალიან მოკლედ მიმოხილვა

         ამ პოსტში ძალიან მოკლედ მიმოვიხილავ ზოგიერთ დეტალს, რაც საჭიროა ამერიკის უნივერსიტეტებში ჩასაბარებლად.

          საქართველოს უნივერსიტეტებისგან განსხვავებით ამერიკაში მიღება შემოდგომასა და ზამთარში ხდება. ამიტომ გამოცდებისთვის მზადება მე-11 კლასიდანვე უნდა დაიწყოთ.
       
         ამერიკის უნივერსიტეტში ჩასარიცხად ბევრად მეტი გჭირდებათ ვიდრე გამოცდის ნიშნები. უნივერსიტეტში მიღებისას ხდება სტუდენტის კომპლექსური შეფასება. ყურადღება ექცევა თქვენს სკოლის ნიშნებს (GPA), გამოცდის (SAT, ACT ამათზე ვრცლად ქვევით) ქულებს, სკოლის გარეთ აქტივობებს, თქვენს პერსონალურ ესეს და ა.შ მოკლედ, ამერიკული კოლეჯებისთვის სტუდენტი არ არის მხოლოდ გამოცდის ქულა. შესაძლოა ვერ მიიღოთ გამოცდებში მაღალი ქულა, მაგრამ გქონდეს ბევრი აქტვობა (სპორტული და ა.შ), დაწეროთ ძალიან შთამაგონებელი ესე და მაინც მოხვდეთ კარგ უნივერსიტეტში.

მოკლედ გამოცდების შესახებ




        ამერიკის უნივერსიტეტეში ჩასაბარებლად გჭირდებათ ტოეფელი (Toefl) ან აიელთისი (Ielts) ენის ცოდნის დასადასტურებლად. ასევე SAT ან ACT , რომლებიც არის დაახლოებით ქართული უნარების ტიპის გამოცდა , თუმცა ძალიან განსხვავდება ქართული უნარებისგან.  და ასევე გჭირდებათ SAT Subject test ესეითის საბჯექთ ტესტები, საგანები, რომელიც დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ ფაკულტეტზე აბარებთ(როგორც წესი ითხოვენ ორს და მეტს) (მაგალითად თუაბარებთ ფიზიკის ფაკულტეტზე , ჩააარებთ ფიზიკას და მათემატიკა IIს ) . საგნებად ბარდება ყველა სასკოლო საგანი : მათემატიკა I(შედარებით მარტივი), მათემატიკა II(შედარებით რთული), ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, მსოფლიო ისტორია, მსოფლიო ლიტერატურა, უცხო ენები და ა.შ

      უფრო დეტალურად ამ გამოცდების შესახებ სხვა პოსტებში ვისაუბრებ.
მანამდე თუ რამე კითხვა გექნებათ დაწერეთ კომენტარებში.

მოგესამლებით :)


         მოგესალმებით! ბლოგი ეს-ეს არის შევქმენი და როგორც ბლოგის სახელიდანაც ჩანს, მისი მიზანი იქნება, მეტი ინფორმაცია მოგაწოდოთ იმაზე, თუ როგორ ჩავაბაროთ ამერიკის უნივერსიტეტებში.






       როცა საქმე განათლებას (და არა მარტო განათლებას) ეხება , ამერიკა მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა,შესაბამისად ერთ-ერთი ძვირიც, თუმცა ამერიკაში სწავლა არც ისე ხელმიუწვდომელია, როგორიც ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს.

         მოკლედ , ჩემს ბლოგში ნელ-ნელა გაგაცნობთ თუ რა გამოცედებია საჭირო ამერიკის უნივერსიტეტში ჩასაბარებლად, შესაძლებელია თუ არა (და თუ კი როგორ) დაფინანსების მოპოვება და ა.შ  (მოკლედ არ მოიწყენთ :) )



თუ გაქვთ რაიმე კითხვა,  რის შესახებაც გინდათ რომ დავწერო პოსტი, დაწერეთ კომენტარებში.



SAT (Scholastic Assessment Test)

SAT ამერიკის უნივერსიტეტებში მისაღები ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული გამოცდაა, რომელიც 1926 წლის მერე არსებობს. SAT ეკუთვნის  Coll...